Wednesday, September 2, 2015

 მეცხრე დღის  რეფლექსია



დღეს პროექტის პრეზენტაციის დღეა. მოვისმინეთ თითოეული გამომსვლელის პრეზენტაცია.გავაკეთე პრეზენტაცია, წარვადგინე გეგმა და აღვწერე მისი  თანმიმდევრობა შაბლონის მიხედვით. ჩემი სურვილი იყო ჩემი გამოსვლით აუდიტორია კმაყოფილი დარჩენილიყო. დავუწერე კომენტარები ყველა გამომსვლელს. ნაყოფიერი იყო ტრენინგის მთლიანი კურსი. მადლობა ტრენერს ქალბატონ მანანა კვინიკაძეს თავისი პროფესიონალიზმისათვის, გულისხმიერებისა და გაწონასწორებისათვის. გადმოგვეცა სერთიფიკატები.ყველაფერი შთამბეჭდავი იყო.

Tuesday, September 1, 2015

მერვე დღის რეფლექსია
დრაივზე ყველაფერი მოვაწესრიგეთ. მოვაწესრიგეთ პორთფოლიო. პორთფოლიოს ჩეკლისტით შევამოწმეთ გეგმის შინაარსი. ბუკლეტები და ინტერვიუ დავასრულეთ. მნიშვნელოვანი დღე იყო ძირითადად შეჯამების სახე ჰქონდა ყველაფერს. ვიმედოვნებ კარგი პროექტი გამომივიდა.